მეოთხე ტალღის პიკია - თამარ გაბუნია

04.08.21 15:29
მეოთხე ტალღის პიკია - თამარ გაბუნია

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკია - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს. გაბუნიას თქმით,ბოლო დღეებში გამკაცრებულია რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი.

4 000-ზე მეტი შემთხვევაა უკვე  ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ რეალურად მეოთხე ტალღის პიკია. ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება. 7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული, დამატებითი კლინიკებიცაა ჩართული, რომ თუ პაციენტს ჰოსპიტალური მართვა სჭირდება, ჰოსპიტალში იყვნენ. გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისთვის, რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს და სწრაფად მოხდეს საწყისი შეფასება პაციენტის. პრევენციული ზომების გატარება ამ პირობებში საკმაოდ რთულია, მთავარი დაცვის საშუალება პირბადის გამოყენებაა", - ამბობს გაბუნია.