15 აგვისტოდან პროგნოზირებენ 70 ადამიანის გარდაცვალებას ყოველდღიურად - კულუმბეგოვი გართულებულ ეპიდვითარებაზე

04.08.21 16:41
15 აგვისტოდან პროგნოზირებენ 70 ადამიანის გარდაცვალებას ყოველდღიურად - კულუმბეგოვი გართულებულ ეპიდვითარებაზე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი აგვისტოს მეორე ნახევრიდან  დრამატულად გაიზრდება. სპეციალისტები გარდაცვლილთა  რაოდენობის გასამმაგებაზე საუბრობენ. ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პანდემიის შესაჩერებლად შეზღუდვების დროულ შემოღებას აუცილებლად მიიღებს. 

Health Metric და სხვები, რომლებიც ზომავენ, დაახლოებით 15 აგვისტოდან პროგნოზირებენ 50, 60, 70 ადამიანის გარდაცვალებას ყოველდღიურად. სახელმწიფოს, მე მიმაჩნია, რომ  მაინც მოუწევს შეზღუდვების შემოღება, თუ ეს იქნება დროზე გაკეთებული, ამით გადავარჩენთ ჩვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენ ჰუმანიტარულ კატასტროფას, ის რომ სახლში დაიღუპონ ადამიანები და სამედიცინო სერვისი მათ ვერ მიიღონ ზღვარზეა ქვეყანა. რაც უფრო ადრე მოხდება ამ შეზღუდვების შემოღება ეს არის - პირბადე შენობის შიგნით და შენობის გარეთ აუცილებლად, ეს არის გადაადგილების შეზღუდვის შემოღება, ეს არის მხოლოდ გარე სივრცეში სარესტორნო საქმიანობის ოპერირება და არა დახურულ სივრცეში, დახურულ სივრცეში უნდა იყოს მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანი", - ამბობს კულუმბეგოვი. 

მსგავსი სიახლეები