"მაიმუნის ყვავილი" ახალი Covid 19 არ არის - ჯანმო

21.08.24 12:23
"მაიმუნის ყვავილი" ახალი Covid 19 არ არის - ჯანმო

"მაიმუნის ყვავილი" ახალი Covid 19 არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი, ჰანს კლუგე საუბრობს. 

კლუგეს თქმით, ევროპაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის.

"ვაპირებთ თუ არა კარანტინის გამოცხადებას ევროპაში? გვაქვს თუ არა საქმე ახალ კოვიდთან? - ამ კითხვებზე პასუხი ცალსახად არის - არა", - აცხადებს კლუგე.