დაბა ოჩხამურელები სასმელ წყალს ითხოვენ - მოსახლეობამ ქობულეთთან ავტობანი გადაკეტეს
დაბა ოჩხამურელები სასმელ წყალს ითხოვენ - მოსახლეობამ ქობულეთთან ავტობანი გადაკეტეს
მათი თქმით, დაბას წლებია არ აქვს სასმელი წყალი, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში კი აღარც ტექნიკური წყალი არ მიეწოდებათ.
20 დღეა წყალი არ გვაქვს, უწყლოდ ვიხრჩობით, ამიტომაც გადავკეტეთ ავტობანი. ჩვენი გამგეობა გვატყუებს, დღეს მოვა, ხვალ მოვა, მაგრამ არ მოდის", - ამბობს დაბის მკვიდრი.
მოსახლეობის საპროტესტო აქციას, ოპოზიციის წევრებიც შეუერთდნენ, ენმ-ეს წევრი ბონდო თედორაძე, ამბობს რომ სოფლის მოსახლეობას წყლის მიწოდების პრობლემა წლებია აწუხებს და ეს მხოლოდ დღევანდელი პრობლემა არაა.
ისინი ქობულეთის მერის პასუხისმგებლობას აყენებენ და ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის მერმა თავის დროზე შეჰპირდა ამ ხალხს, რომ ეს საკითხო მოუგვარდებოდათ, თუმცა უშედეგოდ.
მოსახლეობას ადგილზე, ქობულეთის ახალი ვიცე მერი, ირაკლი ცეცხლაძე შეხვდა, რომელმაც პირობა დადო, რომ წყლის პრობლემა ხვალ დღის ბოლომდე მოგვარდება.
საუბარია წყლის გამტარ ტუმბოზე, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა და სწორედ ამიტომ შეფერხდა წყლის მიწოდება. ვიცე მერი ამბობს, რომ ახალი წყლის ტუმბო შეძენილია და ხვალ დამონტაჟდება.