რძის ფხვნილი ბაღებს - ოპოზიცია კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

04.08.21 17:22
რძის ფხვნილი ბაღებს - ოპოზიცია კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

"ლელოს" წევრი, საბა ბუაძე ბაღების კვებით უზრუნველყოფის სისტემაში კორუფციული სქემების არსებობას არ გამორიცხავს. ბუაძის თქმით, ფხვნილით დამზადებულ რძეში მერია უფრო ძვირს იხდის, ვიდრე ნატურალურ რძეში, ეს ფაქტი კი გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. 

მთელი სისტემა, რომელიც არსებობს საბავშვო ბაღების კვებით უზრუნველყოფაში ადასტურებს, რომ დიდია კორუფციული ინტერესი და ამის მთავარი სისტემაა სიმპტომია ის უთავბოლობა, რომელიც ვნახეთ რძის მაგალითზე. ბაგა-ბაღები მაგალითად, ბათუმში საღ რძეს ყიდულობენ გაცილებით უფრო იაფად, ვიდრე თბილისში ვყიდულობთ რძის ფხვნილისგან აღდგენილ პროდუქტს. შესაძლოა, არსებობდეს კორუფციული ინტერესი სხვადასხვა თანამდებობის პირების", - ამბობს საბა ბუაძე. 

„რადიო თავისუფლების“ გამოძიებით დგინდება, რომ ფხვნილით დამზადებულ რძეში მერია უფრო ძვირს იხდის, ვიდრე ნატურალურ რძეში.