ალენ დელონს 24 აგვისტოს დაკრძალავენ

21.08.24 18:34
ალენ დელონს 24 აგვისტოს დაკრძალავენ

ფრანგ მსახიობს, ალენ დელონს 24 აგვისტოს დაკრძალავენ. ფრანგული მედიის ცნობით, დაკრძალვის ცერემონია დუშის კომუნაში გაიმართება, სადაც მსახიობმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა.

როგორც მედია აღნიშნავს, დელონის თხოვნა იყო, რომ მისი დაკრძალვა საჯარო არ ყოფილიყო., შესაბამისად, ცერემონიას მსახიობის შვილები და ნათესავები დაესწრებიან.

ალენ დელონი 18 აგვისტოს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.