უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში - მოზარდი ხელოვნური ტბიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს

21.08.24 19:34
უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში - მოზარდი ხელოვნური ტბიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს

უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში - მშენებარე "ცენტრალური პარკის" ხელოვნურ ტბაში მოცურავე ერთ-ერთი არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა და ტბიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. 

თავდაპირველად, მოზარდი ადგილობრივ კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

დედოფლისწყაროს კლინიკის ექიმები ამბობენ, რომ 15 წლის გოგო კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა გულის ამუშავება მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აქვს დაწყებული.

მსგავსი სიახლეები