გადამწყვეტი დროის ათვლა დაწყებულია - სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ საქმის განხილვას იწყებს

21.08.24 20:21
გადამწყვეტი დროის ათვლა დაწყებულია - სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ საქმის განხილვას იწყებს

გადამწყვეტი დროის ათვლა დაწყებულია. 29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ საქმის განხილვას იწყებს. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმზეა დამოკიდებული. თუ უმრავლესობა დაადგენს, რომ პუტინისტური კანონი  ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მაშინ  საქართველოს რუსეთიზაცია დაპაუზდება. რუსული კანონის აღსრულების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუიცო სასამართლოში ოთხი სარჩელია შესული, რომელიც ერთ წარმოებად განიხილება.

რეპრესიული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, საპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მედია. ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსი ახლა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოა. “პირველებისთვის“ ცნობილი ხდება, რომ გადამწყვეტი სხდომის მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილია, რომლის შვილიც ცოტა ხნის წინ,  სავარაუდოდ მამის გავლენებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრად აირჩიეს



რა შანსები არსებობს, რას ამბობენ სარჩელების ავტორები?- ნანუკა ქაჯაიაა პირდაპირ ეთერში.