"ივანიშვილის გამოსვლას იმიტომ ვერ დაველოდეთ, რომ კოღოებმა დაგვკბინეს" - ვინ მოაბილიზა "ოცნებამ" მცხეთაში გამართულ შეკრებაზე

22.08.24 11:37
"ივანიშვილის გამოსვლას იმიტომ ვერ დაველოდეთ, რომ კოღოებმა დაგვკბინეს" - ვინ მოაბილიზა "ოცნებამ" მცხეთაში გამართულ შეკრებაზე

 

 

"ქართულმა ოცნებამ" მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სკოლის მასწავლებლები, ბაგა ბაღების პედაგოგები და სიპებსა და აიპებში დასაქმებული საჯარო მოხელეები მოაბილიზა.

მცხეთაში, "პირველების" მიერ ჩაწერილ რესპონდენტებს არ დაუმალავთ, რომ პარტიულ ღონისძიებაზე მისვლა  მათი დავალება იყო. ხალხმა დაშლა დათქმულზე ადრე დაიწყო და ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსავლსაც კი აღარ დაელოდნენ.

რეგისტრაცია უნდა გავიაროთ. ჩვენი სახელები და გვარებია გადაცემული. წინასწარ იცოდნენ. მუხრანიდან ჩამოვედი. ჩვენმა გამგებელმა მითხრა შეკრების შესახებ", - ამბობს მოქალაქე. 

ჩვენ არ ვტოვებთ ტერიტორიას, მოვბრუნდებით უკან. თქვენი საქმე არ არის, დაველოდები თუ არა ბიძინა ივანიშივლის გამოსვლას", - ამბობს მოქალაქე.

არ მგონია, რომ უკან დავბრუნდები. მიდვივარ რეგიონში. ივანიშვილის გამოსვლას არ ველოდები", - ამბობს მოქალაქე.

 

 

 

ცუდად ვარ, შეტევა მაქვს ბრმანაწლავის. რეგიონში არა ქალბატონო, ტუალეტში მივდივარ", - ამბობს მოქალაქე.

 

 

 

ბოლომდე იმიტომ არ დავესწარი, რომ კოღოებმა დაგვკბინეს. სიახლე არაფერი მომისმენია, ერთი და იგივეა", - ამბობს მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები