ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას მუზეუმში განთავსდება - საპატრიარქოს განცხადება

04.08.21 23:15
ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას მუზეუმში განთავსდება - საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახური ავრცელებს. განცხადების მიხედვით,  საპატრიარქომ დაიწყო ზრუნვა ოქროს ფონდისა და მის საცავში დაცული საეკლესიო სიწმინდეთა სხვაგან დროებით განთავსებაზე.

საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიების და დაცვის სამსახურმა დაიწყო ზრუნვა ოქროს ფონდისა და მის საცავში დაცულ საეკლესიო სიწმინდეთა სხვაგან დროებით განთავსებაზე. შეირჩა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, სადაც ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილი თითოეული ექსპონატისთვის მომზადდა საგამოფენო სივრცე და დამონტაჟდა მაღალი სტანდარტის მქონე სამუზეუმო ვიტრინები რომელიც აღჭურვილია ტემპერატურისა და ტენიანობის მარეგულირებელი და ჰაერგამწმენდი სისტემით, რაც ხელოვნების მუზეუმში არ ჰქონდათ, - წერს საპატრიარქო.