დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდება - დაკავებულია სამი პირი

05.08.21 09:53
დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდება - დაკავებულია სამი პირი

დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი კომპანიის ხელმძღვანელები  პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 
  

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოქმედ კომპანიებს, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდნენ დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას. 
 საგადასახადო შემოწმებების შედეგად სამივე კომპანიას ჯამში ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 621 099 ლარი, -
ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

გამოძიება სსკ 218-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.