შეაჩერეთ მესამე დოზის გამოყენება, სანამ ყველა ქვეყანაში მოსახლეობის 10% არ აიცრება - WHO

05.08.21 10:15
შეაჩერეთ მესამე დოზის  გამოყენება, სანამ ყველა ქვეყანაში მოსახლეობის 10% არ აიცრება - WHO

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია  მოუწოდებს მთავრობებს, შეაჩერონ კორონავირუსზე მესამე დოზით ვაქცინაცია, ე.წ. "ბუსტერი" სულ მცირე სექტემბრამდე, სანამ ყველა ქვეყნის მოსახლეობის 10% მაინც არ აიცრება 2 დოზით.

მესმის, რომ ყველა ხელისუფლებას სურს თავისი მოსახლეობა დაიცვას კორონავირუსის  დელტა ვარიანტისგან, თუმცა ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც ვაქცინების მსოფლიო მიწოდების ძირითადი ნაწილი გამოიყენეს, კვლავ უფრო მეტი გამოიყენონ",– თქვა WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

WHO-ის მონაცემებით მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა მოახერხეს ჯერ კიდევ მაისში 100 კაციდან 50-ის აცრა. მაშინ როდესაც ღარიბმა ქვეყნებმა ყოველ 100 კაცზე 1.5 აცრეს მცირე მიწოდების გამო.