ახალი თაღლითური ქსელი ქვეყანაში - მოქალაქეებს სატელეფონო ტერორს უწყობენ და ფულს სძალავენ
ქვეყანაში ახალი თაღლითური ქსელი ამოქმედდა - მოქალაქეებს სატელეფონო ტერორს უწყობენ და ფულს სძალავენ.
ანონიმური სატელეფონო ზარებით ხალხს აჯერებენ, რომ მათი ოჯახის წევრი ავარიაში მოყვა, კლინიკაში კრიტიკულ მდგომაროებაში იმყოფება და გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, რის შემდეგაც თაღლითური სქემის მონაწილეები მოქალაქეებს ფულის გადარიცხვას სთხოვენ.
თანხა სოლიდურია და დაახლოებით, 15-20 ათას ლარს შეადგენს. ირკვევა, რომ მოცემული თაღლითური სქემა საერთაშორისო ხასიათისაა და მსგავსი შემთხვევები მხოლოდ საქართველოში არ ხდება.
ჩემი სახელით უთხრეს, რომ ვიყავი საავადმყოფოში, მოვყევი ავარიაში, თავი მქონდა გატეხილი, კიდურები მოწყვეტილი და სასწრაფოდ მოწყვეტილი ვიყავი. დედამ როცა კითხა, რუსულად რატომ მელარაპაკებიო, უპასუხა, რომ აქ გამომძიებელია და მან გვითხრა, რომ რუსულად დაელაპარაკეთო. დედას გაეცნო როგორც ექთანი. ამონაწერის გასაკეთებლად როცა მივიდა დედა, პირველები არ ვიყავით და ძალიან ბევრი ადამიანი უკვე მისულა ასეთი მიმართვით. შედარებით ასაკოვან ადამიანებს ურეკავენ", - ამბობს მოქალაქე.
ასეთი ქსელის გამო, რომელთა მთავარი სამიზნე ხანში შესული ადამიანები არიან, ჩვენს ქვეყანაში უკვე ასობით პირი დაზარალდა.
სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ მსგავსი შინაარსის ზარის განხორციელების შემთხვევაში პანიკას არ აყვნენ და ინფორმაცია თავად ოჯახის წევრთან გადაამოწმონ.
ამასთან, საყურადღებოა, რომ ანონიმური ზარების უკან რუსულენოვანი ხალხი დგას, რომლებიც ასევე რუსულენოვან მოქალაქეებს ურეკავენ.
"პირველების" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაიწყო.