მოქალაქე, რომელიც რკინის მავთულს წამოედო და ლამის დაიხრჩო, პატრულმა აქეთ დააჯარიმა - სამოქალაქო აქტივისტი

22.08.24 17:34
მოქალაქე, რომელიც რკინის მავთულს წამოედო და ლამის დაიხრჩო, პატრულმა აქეთ დააჯარიმა - სამოქალაქო აქტივისტი

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, რკინის მავთულს კაცი გამოედო და კინაღამ დაიხრჩო - ამის შესახებ ინფორმაციას მარიამ კვარაცხელია ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ კაცმა სხეულზე სერიოზული დაზიანებები მიიღო.

სამოქალაქო აქტივისტის ცნობით, ადგილზე მისულმა პოლიციამ დაშავებული, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, დააჯარიმა და მიზეზად საავარიო სიტუაციის შექმნა დაასახელა. 

ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩო, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებები. მოვიდა პატრული და 250 ლარით დააჯარიმა ეს მოქალაქე, რადგან მავთულზე როცა გამოედო და დაიმტვრა, საავარიო სიტუაცია შექმენიო. ხალხო, აქეთ დააჯარიმეს ადამიანი. წარმოუდგენელია. ადვოკატი გვჭირდება." წერს კვარაცხელია და დაშავებულის ფოტოს აქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები