ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს შედეგების ნახვა ვებგვერდზე online.naec.ge შეუძლიათ.
აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შესაძლებლობა ექნებათ ნახონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
ცენტრი ასევე სთხოვს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 23 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
აპელაციის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.