ლევილის ტერიტორიაზე ქართული ოდა სახლის ასაშენებლად, ბიუჯეტიდან 2 680 353 ლარი გამოიყო

22.08.24 19:23
ლევილის ტერიტორიაზე ქართული ოდა სახლის ასაშენებლად, ბიუჯეტიდან 2 680 353 ლარი გამოიყო

ეროვნული მუზეუმი ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ოდა სახლის ასაშენებლად ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 2 680 353 ლარი.

ინფორმაციას netgazeti.ge  აქვეყნებს და წერს, რომ მის სივრცეში იგეგმება რესტორნისა და სუვენირების მაღაზიის მოწყობა.

ეროვნული მუზეუმი ეძებს კომპანიას, რომელიც დაამზადებს ქართული ოდა სახლის დეტალებს, წაიღებს ლევილში და იქ ააწყობს. ამისთვის მას დაახლოებით 9 თვე (280 კალენდარული დღე) ექნება.

აქ მოეწყობა საქმიანი შეხვედრები ქართული ღვინით და კერძებით, სანიმუშო სერვისით. რესტორნის დარბაზი უმასპინძლებს 30 სტუმარს, ზაფხულის დარიან დღეებში ფართო აივანზე შესაძლებელი იქნება დამატებით 20-მდე ვიზიტორის მიღება-მასპინძლობა“, - წერია სატდენტერო დავალებაში.

გამოცემის ცნობით, ოდა სახლის არქიტექტორები არიან ტარიელ კიპაროიძე და ზაზა ჯოლოხავა. მათ მიერ მომზადებულ პროექტში ოდის ფართობად 210 კვ. მეტრია განსაზღვრული. ამას ემატება 28 მანქანაზე გათვლილი პარკინგი. შენობა 1 მეტრის სიმაღლის ხიმინჯებზე აღიმართება. შენობის ძირითადი სივრცე იქნება 71 კვ. მეტრი ფართობის წაბლის ხის გვირგვინოსანი დარბაზი. იატაკი ნატურალური, ქართული მუხისგან უნდა დამზადდეს და მოეწყოს თბოიზოლაცია. მოეწყობა ხის ორმაგი შეფიცვრის კედლები. აივანზე ასასვლელად უნდა გაკეთდეს პანდუსიც.

ტენდერში მონაწილეობისთვის შეთავაზებების მიღება 7 სექტემბერს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება.