კალაძის საეჭვო ქონება - ვის ეკუთვნის ნახევარმილიონიანი მანქანა, რომლითაც თბილისის მერი პოზირებდა
ნახევარმილიონიან მანქანაში პოზირება თბილისის მერს ძვირი დაუჯდა. მისი ფოტოები უკვე მოერე დღეა ვირუსულად ვრცელდება. დღეს კალაძე უკვე ისეთი კმაყოფილი არ გამოიყურებოდა, როგორც “გელენვაგენის“ შავ კაბრიოლეტში. “პირველების“ ჟურნალისტის კითხვამ მდიდარი მერი ისე გამოიყვანა წყობიდან, რომ შეურაცხყოფაზე გადავიდა. არადა ჩვენ გვაინტერესებდა, ვის ეკუთვნის ავტომობილი, რომლის ღირებულებაც 500 ათასს აჭარბებს.
პასუხად საჯარო ლანძღვა მივიღეთ. ეს ავტომობილი კალაძის დეკლარაციაში არ ფიგურირებს, თავადაც ირწმუნება, რომ მისი არ არის. შესაბამისად ჯერ დაუდგენელია ვის ეკუთვნის მანქანა, რომელმაც სოციალური ქსელი ააფეთქა. ფაქტია, რომ ფოტოსესიამ არ გაამართლა. ქალაქში, სადაც ათიათასობით სოციალურად დაუცველი ყოველდღიურად თავის გადარჩენისთვის იბრძვის, მერი თავისი მდიდრული ცხოვრების ამსახველი ფოტოების ტირაჟირებით მოწონებას ვერ დაიმსახურებს.