სასტიკი მკვლელობა ხაშურში - 14 წლის გოგოს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება

22.08.24 20:26
სასტიკი მკვლელობა ხაშურში - 14 წლის გოგოს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება

74 წლის ტაქსისტის მკვლელობისთვის 14 წლის გოგოს15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. დაკავებულ არასრუწლოვანს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ. სკოლის მოსწავლე დანაშაულს აღიარებს და ამტკიცებს, რომ პენსიონერი კაცისგან თავს იცავდა. მოზარდმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ტაქსის მძღოლი მასზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა, რა დროსაც  არასრულწლოვანმა კაცს დანით 40-მდე ჭრილობა მიაყენა

ახლა გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ეს იყო ნამდვილად თავის დაცვა, თუ  თავდასხმა?  ხაშურში,   ვინც მოკლულ მამაკაცს იცნობდა, პენიოსნერისგან ძალადობას გამორიცხავენ. ადგილობრივების ვერსიაა, რომ  გოგონას ტაქსისტის დაყაჩაღება სურდა. საქმის ოქროს მოწმე კი კიდევ ერთი მოზარდია, რომელიც  ბრალდებულთან ერთად დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ გაიქცა და მას ამ დრომდე ეძებენ.

შემზარავი მკვლელობა სურამთან ახლოს მოხდა. ირკვევა, რომ სკოლის მოსწავლე სურამში დასასვენებლად იყო ჩასული.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები