ახალი თაღლითური სქემა - როგორ სძალავენ ფულს მოქალაქეებს
ახალი თაღლითური სქემა, რომელსაც ქვეყანაში უამრავი დაზარალებული ჰყავს. თუ თქვენი სახლის ტელეფონზე დარეკავენ და რუსულ ენაზე გეტყვიან, რომ რომელიმე ოჯახის წევრი ავარიაში მოყვა და გადასარჩენად სასწრაფოდ ფულია საჭირო, არ დაიჯეროთ.
თაღლითობის მსხვერპლი მოქალაქეები სიმართლეს მხოლოდ მაშინ იგებენ, როცა საავადმყოფოებში, თითქოს, დაშავებული ოჯახის წევრების სანახავდ მიდიან, მაგრამ იქ არავინ ხვდებათ. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს საერთაშორისო აფერასთან, რადგან თაღლითობის მსგავსი სქემა სხვა ქვეყნებშიც გაშიფრეს. გამოძიება დაწყებულია მაგრამ დამნაშვეები დაკავებულები არ არიან.