რუსული კანონის განხილვა- პირველ სხდომაზე მოსამართლეთა პლენუმს ომბუდსმენიც მიმართავს

22.08.24 20:36
რუსული კანონის განხილვა- პირველ სხდომაზე მოსამართლეთა პლენუმს ომბუდსმენიც მიმართავს

რუსული კანონის შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველიც სთხოვს. ომბუდსმენი პირველ სხდომაზე პლენუმს სასამრთლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს.  ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი შეეცდება მოსამართლეები დაარწმუნოს, რომ  კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და  დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს

ახლა ყველაფერი საკონსტიტუციო სასამართლოზეა დამოკიდებული. მოსამართლეთა  პლენუმის ხელშია შანსი, დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი. ყველა,ვისაც საქართველოს ევროკავშირში წევრობა უნდა,  ითხოვს კანონის აღსრულება არ მოხდეს. მათ შორის არის ქვეყნის პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არასამთავრობოების, მედიისა და  ოპოზიიციის სარჩელებთან  გაერთიანდა. ჯერ უცნობია, ვის გაგზავნის  ისტორიულ სხდომაზე  მოპასუხედ რუსული კანონის ავტორი ხელისუფლება.

ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟი.