საფრთხე თბილისის მეტროში - რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა
მდგომარეობა თბილისის მეტროპოლიტენში - მეტროთი მოსარგებლე მგზავრების უსაფრთხოება შესაძლოა, დაცული არ იყოს. ირკვევა, რომ სადგურების უმეტეს ნაწილში ინფრსტრუქტურა განსაახლებელია, ტენდერი კი რომლითაც აუცილებელი სარემონტო მასალები უნდა შეეძინათ რამდენჯერმე ჩაიშალა.
მერიის მიერ შესყიდვების სამსახურისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც „პირველებმა“ მოიპოვა, პირდაპირ წერია, რომ აუცილებელია სასწრაფო წესით ხის შპალების შეძენა, რაც მგზავრების უსაფრთხოება იყოს დაცული. აღნიშნული ასევე ნიშნავს, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმდება ხელშეკრულება.
კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ თბილისის მერია აღნიშნულ პრობლემას წელიწადნახევრის განმავლობაში მალავდა, ახლა კი კახა კალაძემ წინასაარჩევნოდ მეტროპოლიტენის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, თანაც ისე, რომ ხელშეკრულება გააფორმოს მასთან, ვისთანაც თავად სურს.
მთელი 2020 წლის განმავლობაში იყო პანდემია, 9 საათზე იკეტებოდა მეტრო, ანუ თბილისის მერიას, კალაძე თავისუფლად შეეძლო, რომ აღნიშნული პერიოდი გამოეყენებინა და გამოეცცვალა შპალები, რომ მეტროს ემუშავა უსაფრთხოდ, მაგრამ ეს არ გააკეთეს, რადგან ჩამოშლილია ქალაქ თბილისის მერია და ამიტომ მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში მოსახლეობას ექმნებოდა საფრთხე, როდესაც გადაადგილდებობა. დღეს ამბობს, რომ გადაუდებელი აუცილებლობაა. ახლანდელ შესყიდვასაც კახა კალაძე გამოიყენებს მისი საარჩევნო მიზნებისთვის, - ამბობს ბესიკ დონაძე.