გაუარესებული ეპიდვითარება - ჯანდაცვის სპეციალისტები რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ

05.08.21 11:28
გაუარესებული ეპიდვითარება - ჯანდაცვის სპეციალისტები რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ

უმძიმესი ეპიდვითარების მიუხედავად ხელისუფლება შეზღუდვების დაწესებას მაინც არ გეგმავს. ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, ვირუსის გავრცელებას მხოლოდ რეგულაციების გამკაცრება შეაჩერებს. მათი თქმით,  მნიშვნელობა არ აქვს კორონავირუსის შტამს. ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ უნდა შეიზღუდოს მასიური შეკრებები, მაგალითად უნივერსიტეტის დამთავრების ცერემონიალები. 

დელტა შტამი იქნება თუ სხვა მნიშვნელობა არ აქვს, თავდაცვის და მკურნალობის წესები არის იგივე, უბრალოდ დელტა შტამი ბავშვებსაც ემართება. წესები არის იგივე, თუ ზომები არ მივიღეთ თუ არ გავამკაცრეთ მარტივი რეგულაციები - ნიღბის ტარება, დისტანცია და დიდი რაოდენობა ადამიანების თავმოყრა, როგორც გააკეთა ზოგმა უნივერსიტეტმა გრედუეიშენები გააკეთა, არ შეიძლება, დანაშაულია", - ამბობს ვატო სურგულაძე. 

ექიმი ვახტანგ კალოიანიც ფიქრობს, რომ  ყველა შტამის მიმართ თავდაცვის მექანიზმები ერთნაირია და დელტა შტამისგან თავის დასაცავად აუცილებელია მასიური ვაქცინაცია. 

ეპიდემიოლოგიის წესები და კანონები ერთნაირია მასიური გავრცელების დროს ყველა შტამისთვის. რაც უფრო კონტაგიოზურია, მეტად გვჭირდება ნიღბის გამოყენება, დისტანციის დაცვა და მით უფრო მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ამ შემთხვევაში. როგორც კი ჩვენ ამას მივაღწევთ, შევძლებთ შენელებას ინფექციის გავრცელების და ვაქცინაციით რეალურად გადავწყვეტთ ამ პრობლემას", - ამბობს კალოიანი. 

 დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კროონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა. დაფიქსირდა ვირუსის 3670 ახალი შემთხვევა