სასტიკი მკვლელობა ხაშურში - "პირველების" ინფორმაციით, 14 წლის გოგო გამოძიებისთვის კიდევ ერთი ჩვენების მიცემას აპირებს

23.08.24 12:29
სასტიკი მკვლელობა ხაშურში - "პირველების" ინფორმაციით, 14 წლის გოგო გამოძიებისთვის კიდევ ერთი ჩვენების მიცემას აპირებს

სასტიკი მკვლელობა ხაშურში  - დღეს გახდება ცნობილი, რას ედავება საქართველოს პროკურატურა 14 წლის სკოლის მოსწავლეს. ასრასწურლოვან გოგონას ბრალს პირველ საათზე წაუყენებენ. ის ახლა გორის დროებითი მოთავსების იზოლატორშია და პროკურორებს ელოდება.  

ტაქსის მძღოლის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულს ბრალის დადგენილებას დედის და ადვოკატის თანდასწრებიით წაუკითხავენ. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ სკოლის მოწავლე გამოძიებასთან თანამშრომლობას და კიდევ ერთი ჩვენების მიცემას აპირებს. 

სათქმელიც არაფერია ისეთი, რადგან ჯერ ბრალიც არ არის ფორმულირებული და როცა ბრალს გაგვაცნობენ, ჩვენ შემდეგ ჩამოვაყალიბებთ პოზიციას და ჩვენი სტრატეგიაც ცნობილი აქედან გამომდინარე გახდება. ბავშვია, მართლა ბავშვია, რომელიც  აცნობიერებს რამხელა პასუხისმგებლობის ქვეშ შეიძლება დადგეს, ან შეიძლება ვერც აცნობიერებს. 14 წლის გოგონაა, რომელსაც უხარია ცხოვრება და ფიქრობდა, რომ ეს პატარა მორიგი შეცდომა იყო, რომელიც გამოსწორდებოდა. ფაქტია, რომ მოხდა მკვლელობა და მოდით, გარკვეულ დეტალებზე თავს შევიკავებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე, მანამ მოწმის სახითაა დაკითხული და მისცა მან ჩვენება, რომელიც ნამდვილად გულწრფელი იყო", - აცხადებს ადვოკატი. 

მკვლელობა ხაშურში, მინის ქარხნის დასახლებასთან 2 დღის წინ მოხდა. 

სკოლის მოსწავლე დანაშაულს აღიარებს და ამტკიცებს, რომ პენსიონერი კაცისგან თავს იცავდა. მოზარდმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ტაქსის მძღოლი მასზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა, რა დროსაც  არასრულწლოვანმა კაცს დანით 40-მდე ჭრილობა მიაყენა.

მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, თავდაპირველად სამი სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ადგილობრივების თქმით 15 წლის არასწრულწლოვანი, რომელიც სურამში დასასვენებლად იყო ჩასული 74 წლის ტაქსისტს დაყაჩაღების მიზნით დაემგზავრა. იმასაც ამბობენ, რომ გოგონას თან კიდევ ერთი არასრულწლოვანი ახლდა. გაუპატიურების მცდელობის ვერსია დაუჯერებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც პენსიონერს, კარგად იცნობდნენ, ზურაბ ლაშხს, რომელიც სურამის ცენტრში წლებია ტაქსაობდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.