8 აგვისტოდან საქართველო დიდი ბრიტანეთის წითელ სიაში იქნება

05.08.21 12:26
8 აგვისტოდან საქართველო დიდი ბრიტანეთის წითელ სიაში იქნება

8 აგვისტოდან გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო წითელ სიაში შეიყვანა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთში მოგზაურობა აღარ შეეძლებათ. დიდ ბრიტანეთში შესვლის უფლება   საქართველოს მოქალაქეებს კვირას დილის 4 საათამდე ექნებათ.

რეგულაციების დაცვით საქართველოდან ბრიტანეთში ჩასვლა შეეძლებათ მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის და ბრიტანეთში ცხოვრების უფლების მქონე მოქალაქეებს.

გაერთიანებული სამეფოს წითელი ქვეყნების სიაში 66 ქვეყანა იყო. 8 აგვისტოდან ჩამონათვალს  საქართველოს გარდა  შემდეგი  მექსიკა და რეუნიონი ემატება. 

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველო წითელ ზონაში შეიყვანა, ხოლო ინდოეთი, სადაც ცოტა ხნის წინ კოვიდვითარება უკიდურესად მძიმე იყო, მწვანე სიაში დაემატა. 

მწვანე ქვეყნების სიაში ასევე  გადაინაცვლებს ავსტრია, გერმანია, ლატვია, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი და  სლოვენია.