ჯოჯოხეთურ სიკვდილს მოვუწყობ - მოკლული ავსტრალიელის მეგობრის დაანონსებული შურისძიება

05.08.21 13:00
ჯოჯოხეთურ სიკვდილს მოვუწყობ - მოკლული ავსტრალიელის  მეგობრის დაანონსებული შურისძიება

საქართველოში მოკლული ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის მეგობარი შურისძიებას ააანონსებს. ცნობილი ლიბანელი დიჯეი, ელ საიდი  მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და ამბობს, რომ შანაის მკვლელზე შურს პირადად იძიებს და პოლიციის რეაგირებას არ დაელოდება.

"მე მაქვს ერთადერთი მისია  ცხოვრებაში ჯოჯოხეთური სიკვდილი მოვუწყო ადამიანს, რომელმაც  შანაის სიცოცხლე წაართვა, საერთოდ არ მაინტერესებს თუ არა ის  დარჩენილ ცხოვრებას გისოსებს მიღმა, ამ ხალხს დავმარხავ ჩემი ხელით ვერაფერი შემაჩრებს. ვაპირებდი საქართვლოში ჩასვლას დაუყონებლივ, თუმცა არ ვარ ვაქცინირებული და ქვეყნის დატოვებსი უფლება არ მაქვს"- ამბობს ლიბანელი ცნობილი დიჯეი ელ-საიდი.

მიმართვაში ლიბანელი ცნობილი დიჯეი შანაის  და მის გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, შანაისთან ერთად ცხოვრების გაგრძელებას საქართველოში თავადაც აპირებდა. 

უცხოელი პრესა წერს, რომ შანაი ბრუკი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს. შანაი ბრუკი მოკლული მთაწმინდაზე იპოვეს, მას წამების კვალი ეტყობოდა, თუმცა   შსს-ს ამ დრომდე შანაი ბრუკის მკვლელობასთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია. 

მსგავსი სიახლეები