ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს - იმნაძე

05.08.21 14:47
ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის  იყოს - იმნაძე

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვაქცინირებული პირებისთვის  შეზღუდვების მომხრე არ არის. ამის შესახებ იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს მიმართა. 

ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს. როცა რაიმე გადაწყდება მოგახსენებთ.

ჩვენ დრო არ გვაქვს მოყოლებული ძალიან დიდი ხანია. ჩემი კოლეგები მუშაობენ ზღვრის ზღვარზე ყველგან და ადამიანები, რომლებიც აი, ასე მუშაობენ - დავუფასოთ ამ ადამიანებს,  გავიკეთოთ პირბადე და ავიცრათ, რომ ჩემი კოლეგები ნაკლებად იყვნენ სტრესის ქვეშ“, - განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები