ფონიჭალაში 2 პირი დაჭრეს - დაპირისპირება, სავარაუდოდ, "მეუფე ნარიმანის" მრევლს შორის მოხდა
ფონიჭალაში 2 პირი დაჭრეს - დაპირისპირება, სავარაუდოდ, "მეუფე ნარიმანის" მრევლს შორის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი ამჯერადაც რიგის გამო დაიწყო.
ადგილობრივებმა დაინახეს, როგორ გადაჰყავდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები. არსებობს ასევე ინფორმაცია მესამე დაჭრილის შესახებაც. "მეუფე ნარიმანის" მეზობლები ამბობენ, რომ თავდაპირველად სამ დაჭრილთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია.
"პირველების" ინფორმაციით, დაჭრილებიდან ერთ-ერთ 21 წლამდე ბიჭია.
ყელი გამოუჭრიათ მამაკაცისთვისო, ასე ამბობენ, აქ სულ ასეთი ამბები ხდება, სულ ჩხუბია, შეწუხებულია ხალხი. მრევლი დაუპირსიპირდა ერთმანეთსო, ამბობენ ფულს არიგებსო და მაგ დროს მრევლი ჩხუბობსო, შეწუხებულები ვართ", - ამბობს ადგილობრივი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიცია ამ წუთებში ადგილობრივებს და თვითმხილველებს კითხავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ამ კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა "მეუფე ნარიმანის" მიმდევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.