სისხლიანი გარჩევა ფონიჭალაში - ორი ადამიანის დაჭრაში მხილებული 19 წლის ახალგაზრდა დუმილის რეჟიმშია

25.08.24 17:12
სისხლიანი გარჩევა ფონიჭალაში - ორი ადამიანის დაჭრაში მხილებული 19 წლის ახალგაზრდა დუმილის რეჟიმშია

ორი ადამიანის დაჭრაში მხილებული 19 წლის ახალგაზრდა დუმილის რეჟიმშია - ზემო ფონიჭალაში მომხდარი სისხლიან ანგარიშსწორებაში სავარაუდო ფიგურანტი პირი ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

19 წლის ბიჭის უფლებადამცველი განმარტავს, რომ სავარაუდო დამნაშავესთან ჯერჯერობით არ უსაბრია და მისგან საქმის დეტალების შესახებ ინფორმაციას საღამოს საათებში გაიგებს. 

ადვოკატის ინფორმაციით, ახალგაზრდა გამომძიებლებს მხოლოდ ერთხელ ესაუბრა, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის მოტივად პირადი შურისძიება დაასახელა. 

პოლიციაში ვარ ახლა. მოტივი არავინ არ ვიცით. თავად არ ლაპარაკობს. მასალები არ მინახავს ჯერ", - ამბობს ადვოკატი.

დაკავებულის ახლობლები გამორიცხავენ, რომ ბიჭი პროვოკაციის მოსაწყობად იყო შეგზავნილი, ან სისხლიანი გარჩევა თანხის გამო მოაწყო.

როგორც სავარაუდო დამნაშავის ოჯახის წევრები "პირველებთან" ამბობენ, ახალგაზრდა ბერი ნიკოლოზის მრევლი არ ყოფილა და წარმოუდგენელია, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა დაზარალებულებთან. 

ოჯახის ახლობელი ვარ. კარგად ვიცნობ მას. ჩემთვის კარგი ადამიანია. ვერ წარმოვიდგენ, რომ ბავშვი დაიქირავეს და ვინმეს მიუგზავნეს", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, 24 აგვისტოს ფონიჭალაში 2 პირი დაჭრეს - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ მდუმარებაში მყოფი ბერი ნიკოლოზის სახლთან მომხდარ დაპირისპირებაში სამი ადამიანი ფიგურირებდა.