ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში მეწყერი ჩამოწვა

26.08.24 19:44
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში მეწყერი ჩამოწვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას გამოცემა “მოზაიკა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მდინარე ჭერათხევის მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედლების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის ხაშურის მერიამ წელს 300 000 ლარამდე დახარჯა.

"მერამდენედ ყრით წყალში ფულს ბატონებო...", - წერს სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი და ადგილიდან ვიდეოს ავრცელებს.