სავარაუდო ძალადობა პატიმარზე - ნიკა ბასილაძის გადარჩენისთვის ექიმები ამ დრომდე იბრძვიან
სიკვდილის პირას მიყვანილი პატიმარი. ნიკა ბასილაძის გადარჩენისთვის ექიმები ამ დრომდე იბრძვიან. მსჯავრდადებულის ახლობლებს დღეს სკანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწრები აჩვენეს. ოჯახის წევრების თქმით, პატიმარი უგონო მდგომარეობაში ეცემა და თავს არტყამს. კადრების ჩვენება პენიტენციურმა სამსახურმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახს ეჭვი გაუჩნდა, რომ ბასილაძეს ციხეში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ.
ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამ მიიყვანა პატიმარი თვითმკვლელობის მცდელობამდე. პენიტენციური სამსახური ირწმუნება, რომ ბასილაძემ თვითდაზიანებები მიიყენა და ვენები გადაიჭრა. თუმცა პატიმრის უსაფრთხოების დაცვა ციხის ადმინისტრაციის ვალდებულებაა. ირკვევა, რომ ბასილაძე ითხოვდა, ქუთაისის ციხეში არ გადაეყვანათ, რადგან იქ სავარაუდოდ, საფრთხე ემუქრებოდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებიდან მეოთხე დღეს კი ის ციხიდან უგონო მდგომარეობაში, რეანომობილით გამოიყვანეს.
რას ამბობენ უწყებაში, რომელიც პატიმრების სიცოცხლეზეა პასუხსიმგებელი?