7 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად - რისთვის გაასამართლა ქუთაისის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი

26.08.24 20:33
7 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად - რისთვის გაასამართლა ქუთაისის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი

7 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად. უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქუთაისის სასამართლომ გაასამართლა და ციხეც მიუსაჯა. ჯემალ კაშია ირწმუნება, რომ საქართველოში მას მხოლოდ იმიტომ დევნიან, რომ რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.

კაშია საქართველოში თაღლითობისთვის გაასამართლეს. ქართველი მებრძოლი თაროზე შემოდებული საქმის გააცოცხლებას და სუსში მიმდინარე გამოკითხვებს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე ერთმანეთს უკავშირებს. უკრაინის  სატანკო ბატალიონის წევრი სამართლებრივ ბრძოლასაც აანონსებს, თუმცა მანამდე ის ქვეყანაში ვერ დაბრუნდება, რადგან საზღვრიდან პირდაპირ ციხეში მოუწევს წასვლა.

 

დეტალები, ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.