ქართველმა ქალებმა უშბის მწვერვალი დაიპყრეს

27.08.24 10:34
ქართველმა ქალებმა უშბის მწვერვალი დაიპყრეს

ქართველმა ქალებმა უშბის მწვერვალი დაიპყრეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქალი მთამსვლელები მწვერვალზე დამოუკიდებლად ავიდნენ.

მარიამ გელაშვილმა და მაია სიჭინავამ გაიარეს თეთრნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები, ავიდნენ სამხრეთ შხარაზე და ბოლოს ჩრდილოეთ უშბაზე.