ქართულმა ემიგრაციამ ვახტანგ ახობაძეს $5,100.00 შეუგროვა

27.08.24 11:00
ქართულმა ემიგრაციამ ვახტანგ ახობაძეს $5,100.00 შეუგროვა

პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძეს ქართულმა ემიგრაციამ $5,100.00 შეუგროვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სცოიალურ ქსელში ახობაძის გარემოცვა აქვეყნებს.

არც ზელეს წკაპუნი ჩერდება ჩემს ტელეფონზე და ვერც მე ვიძინებ : ჩემი ვიდეოს ატვირთვიდან 12 საათში უძლეველმა ამერიკულმა ემიგრაციამ ვახოსთვის შეაგროვა $5,100.00 
ქველმიქმედების ამ ტემპმა და მაშტაბმა ყველა რეკირდი მოხსნა. 
თქვენ გაგიმარჯოთ, ხალხოოო 🇬🇪🇺🇸.
სიყვარული გადაგვარჩენს‼️
ძალა ჩვენშია‼️‼️‼️
მადლობა ყველას, ვინც გაავრცელეთ ინფორმაცია, მოაკელით თქვენს ოჯახებს ამ მაგარი ბიჭის გასახარებლად. სიკეთე არსად იკარგება, ასტრონომიულად მრავლდება  და მადლი ცას წვდება, მერე უკლებლივ ისევ ჩვენ გვიბრუნდება - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, საქართველოში ჩამოსულ ჩემპიონს აეროპორტში მხოლოდ ორი ადამიანი დახვდა, ერთ-ერთი დედა იყო. სწორედ ამან გამოიწვია საზოგადოებაში უკმაყოფილება. "დაუფასებელი ჩემპიონი" - წერდა ხალხი სოციალურ ქსელში.