ხაშურში მეწყერი ჩამოწვა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

27.08.24 16:03
ხაშურში მეწყერი ჩამოწვა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ხაშურში მეწყერი ჩამოწვა და სამანქანე გზა დაანგრია. სოფელ ვაყას დასახლება ახლა ორადაა გაყოფილი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მეწყრული პროცესების განვითარების რისკზე ადგლობრივები წლებია საუბრობენ. გამაგრებითი სამუშაოები ადგილზე ჩაატარეს.  ბიუჯეტიდან თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს სამუშაოები ხარისხიანად არ ჩატარებულა.