გლდანში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია

27.08.24 20:16
გლდანში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია

გლდანის მეხუთე მიკროში, კორპუსის მეოთხე სართულზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარია.

როგორც “ტვ პირველს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ლოკალიზება უკვე მოხდა, ახლა კი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე უცნობია, რა გახდა ხანძრის მიზეზი.