არის თუ არა შერაცხადი ნარიმანის მრევლის დაჭრისთვის დაკავებული კაცი? - ბრალდებულმა დუმილი დაარღვია
არის თუ არა შერაცხადი ნარიმანის მრევლის დაჭრისთვის დაკავებული კაცი? 19 წლის ბრალდებულმა დუმილი დაარღვია, დანაშაული აღიარა, მაგრამ ითხოვს ექსპერტიზას. ლუკა ტოტალაშვილი ამტკიცებს, რომ როცა თვითაღიარებული ბერის სახლთან ადამიანებს დანით უსწორდებოდა, საღ გონებაზე არ იყო. ჩაესმოდა უცანური ხმები, თვალებში დაუბნელდა, რის შედეგადაც დანა უმისამართოდ მოიქნია.
ირკვევა, რომ 19 წლის ბიჭი უკვე დიდი ხანია თავადაც ნარიმანის მრევლია. თუ ექსპერტიზამ დაადგინა,რომ ის დანაშაულის ჩადენის მომენტში ნამდვილად შეურცხადი იყო, მაშინ შესაძლოა, ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში მოიხადოს სასჯელი. უცნობია, როდის ჩაუტარდება ბრადლებულს ექსპერტიზა. მის გათავისუფლებას ადვოკატი დღეს გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ 19 წლის კაცი პატიმრობაში დატოვა.