იუსტიციის სამინისტრო ქალის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს
იუსტიციის სამინისტროს ეზოში ცხედარი ნახეს. გარდაცვლილია 28 წლის ქალი. ის იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელია. შემთხვევა გუშინ მოხდა.
იუსტიციის სამინისტრო ქალის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს.
"პირველების" ინფორმაციით, უბედური შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ სამსახურში ის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა.
არსებობს ვერსია, რომ ქალი, შენობის ფანჯრიდან გადმოვარდა, თუმცა იუსტიციის სამინსიტროს ფანჯრები მთელს ფასადზე არის ქვედა გაღების, რაც უბედური შემთვევის ვერსიას მინიმუმამდე ამცირებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"პირველების" ინფორმაციით, გამოძიება ახლა სწავლობს მიმოწერებსაც, რომელიც შესაძლოა, გარდაცვლილს ეკუთვნოდეს.