საქართველოს მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკებები დადასტურდა - რას ამბობს ჯაღმაიძე
საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის მოლაპარაკებები დადასტურდა.
საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მთავრობის წევრები მართლაც იმყოფებოდნენ საპატრიარქოში შეხვედრაზე, სადაც ისინი უშუალოდ მეუფე შიოს შეხვდნენ.
განხილვის მთავარი თემა იყო "ოცნების" შეთავაზება, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამცოხადდეს.
მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ამ წინადადებაზე ახლა მღვდელმთავრები ფიქრობენ და საბოლოო პასუხი გაირკვევა ხვალ, როცა საპატრიარქოში სინოდის წევრები შეიკრიბებიან.
მამა ანდრია უარყოფს, რომ მთავარი მომლაპარაკებელი საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი იყო, თუმცა არ უარყოფს, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო პრემიერი ირაკლი კობახიძე, ამბობს მხოლდო იმას, რომ იყო მთავრობის წარმომადგენელი.
ეკლესიისათვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, ამიტომ ეს შემოთავაზებაც ამ კონტექსტში უნდა განხივილოთ, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ ეკლესიის როლი და სტატუსი იყოს უფრო გამყარებული, რომ სწორედ ამ მიმართულებით, რაც შეეხება ფასეულობების, ტრადიციების, ქრისტიანული ღირებულებების დაცვას კიდევ უფრო შეეწყოს ხელი. თვითონ ფორმულირებას რაც შეეხება, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ეს არ არის ყველაზე უფრო მთავარი, პრინციპული და არც ესე მკაცრად არ დგას საკითხი. არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ მთავრობას ჰქონდეს სურვილი და განზრახვა ეკლესია თავად დაიმორჩილოს", - ამბობს ჯაღმაიძე.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” საპატრიარქოსთან კონსულტაციებს გადის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ.