"უეჭვიანია, ჯერ ის 2 კაცი მოუკლავს და მერე ცოლი შვილების თანდასწრებით" - ადგილობრივები კახეთში მომხდარ მკვლელობაზე
კახეთში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება - "პირველებმა" საზარელი მკვლელობის დეტალები გაარკვია.
როგორც ადგილობრივი "პირველებს" უყვება, რამდენიმე დღის წინ სოფელ ახაშენში ზ.ზ-ს სახლში სუფრა ჰქონდა გაშლილი, სადაც ორმა პირმა მისი მეუღლე გემრიელი საჭმლისთვის შეაქო, ამ ფაქტმა კი ზ.ზ-ს გაღიზიანება გამოიწვია.
თანასოფლელის თქმით, კაცმა იეჭვიანა, ჯერ ცოლი შვილების თანდასწრებით მოკლა, მანამდე კი ზემოთხსენებული ორ კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ასევე ირკვევა, რომ ცოლზე ძალადობისთვის ზ.ზ წარსულში დაკავებულიც იყო.
სუფრა ჰქონდათ, ბევრი ხალხი იყო. ეს ცოლი კარგ საჭმელს აკეთებდა და შეაქო ორმა მამაკაცმა, ხელზეც აკოცესო ამბობენ, იმ საღამოს მთვრალზე კაცს უეჭვიანია. ამის შემდეგ, დღეს, ეტყობა ამ კაცმა ვერ დაივიწყა ეს ამბავი, დაწყებული საქმე დაასრულა, არ ვიცი რა დაემართა, მიუვარდა იმ ორ ტიპს და იარაღიდან ესროლა რამდენჯერმეო, ამის მერე ცოლი შვილების თანდასწრებით მოუკლავს", - ამბობს ადგილობრივი "პირველებთან".
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ზ.ზ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
საქმეზე გამოძიება მე-11 პრიმა 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისმობს.