იძულება თუ დაწინაურების შესახებ დაპირება? - რატომ ჩამოშორდა ლიელა ფოლადიშვილი კახა წიქარიშვილის საქმეს
იძულება თუ დაწინაურების შესახებ დაპირება? მოსამართლე, რომელმაც პირველად სასამართლოს ისტორიაში პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა, სკანდალურ საქმეს ჩამოშორდა. ლიელა ფოლადიშვილი კახა წიქარიშვილის დავის მონაწილე აღარ იქნება. მის ნაცვლად პროცესში ბაია ოტიაშვილი ერთვება. ჩნდება კითხვა, მოსამართლემ თავად თქვა უარი ხმაურიან პროცესებში მონაწილეობაზე თუ მურუსიძე - ჩინჩალაძის კლანმა შეუცვალა გეგმები.
ლიელა ფოლადიშვილი მედიას ემალება. არსებობს ეჭვი, რომ სკანდალური გადაწყვეტილების ავტორ მოსამართლეს პოლიტიკური ვერდიქტის გამოცხადების გამო, აწინაურებენ და სხვა ინსტანციაში გადაყავთ. ფაქტია,რომ პოლიტიკურ საქმეს, რომელიც ფოლადიშვილმა სავარაუდოდ კლანის დაკვეთის გამო წამოიწყო, ბოლომდე არ მიყვა, რაც დროის გაჭიანურებისთვის საუკეთესო მიზეზია. ეს დრო კი პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოში დანიშნული წევრის სასარგებლოდ ნამდვილად არ მოქმედებს.