“სამი წლის წინ ყელი გამოჭრა ცოლს, მაგრამ სახელმწიფომ ვადაზე ადრე გაათავისუფლა“ - რას ამბობს კახეთში ერთ-ერთი მოკლულის ცოლი
გურჯაანში, სოფელ ახაშენში მომხდარი სამმაგი მკვლელობის საქმე - ერთ-ერთი გარდაცვლილის მეუღლე, პასუხისმგებლობას სახელმწიფო აკისრებს და აცხადებს, რომ კაცი, რომელმაც მისი ქმარი მოკლა, სასჯელს ცოლზე ძალდობისთვის იხდიდა, მაგრამ პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
მისი თქმით, მოკლული და სავარაუდო დამნაშავე ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ და მათ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ.
ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ, არანაირი შელაპაკება, არანაირი კონფლიქტი, ეჭვიანობა, ჩემი მეუღლე წყნარი, მშვიდი და ძალიან მაგარი ადამიანი იყო, რა მოხდა არ ვიცი. მოხდა ის, რომ სამი წლის წინ რომ ყელი გამოჭრა ცოლს, სახელმწიფომ გაანთავისუფლა. ვადაზე ადრე რატომ განთავისუფლდა, და თუ არსებობს მაგის დასკვნა, რომ ეს პათოლოგი და არანორმალური არ იყო. 2 თვის წინ გამოუშვეს. რომ იცოდა, რომ ჩემი მეუღლე ფიზიკურად აჯობებდა, შორიდან , თავში აქვს პირდაპირ ნასროლი.
1 კვირის წინა ბინა დავცალეთ და თბილისიდან მაგისი მანქანით ჩამოვაბარგეთ, არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ. არც ვერსია არ გვაქვს, რა მიზეზით მოხდა“,- ამბობს ერთ-ერთი მოკლულის მეუღლე.
სავარაუდო დამნაშავეს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. “პირველების“ ინფორმაციით, ნაპოვნია ზ. ზ.-ის კუთვნილი ავტომობილი, რომლითაც მან საზარელი სამმაგი მკვლელობის შემდეგ გაქცევა მოახერხა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მე-11 პრიმა 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.