იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

29.08.24 10:14
იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ქურდობის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. 35 და 33 წლის ბრალდებულები პოლციიამ იმ დროს აიყვანა, როდესაც ბინის ძარცვის შემდეგ დანაშაულის ადგილს ავტომობილით ტოვებდნენ.

ჩხრეკის დროს პოლიციამ ოქროს ნივთები  და სხვა ძვირფასეულობა ამოიღო. ბრალდებულებს თან ჰქონდათ ბინის გასატეხი სპეციალური ხელსაწყოებიც.  საქართველოს მოქალაქეებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რამდენიმე წლიანი პატირმობა ემქურებათ.