სახდეპი რუსეთის ბრალდებას, რომ აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" გეგმავს, მცდარს უწოდებს

29.08.24 10:54
სახდეპი რუსეთის ბრალდებას, რომ აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" გეგმავს, მცდარს უწოდებს

რუსეთის დაზვრვის განცხადებას, რომ თითქოს შტატები საქართველოში „ფერად რევოზლუციას“ გეგმავს, თეთრი სახლი ეხმაურება. ბაიდენის ადმინისტრაციაში პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ვერსია მცდარი და რუსული დეზინფომაციის კიდევ ერთი მაგალითია.

"ბრალდებები კატეგორიულად მცდარია", - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

მილერის განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაიფოღლუ X-ზე ავრცელებს.

"ჩვენ ქართველ ხალხთან მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს, უფრო მშვიდობიანი, აყვავებული, დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად", - აცხადებს მილერი. 

27 აგვისტოს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა თქვა, რომ რუსეთს სურს, საქართველოში "ფერადი რევოლუციის" მცდელობების აღკვეთაში მიიღოს მონაწილეობა.

მანამდე კი რუსეთის დაზვერვამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ამტკიცებდა, რომ აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს.