ევროსასამართლომ საქმეზე, რომელშიც მოსამართლე მიქაუტაძე ფიგურირებს, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა
ევროსასამართლომ საქმეზე, რომელშიც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.
- საქმე ეხება 2016 წლის 26 აგვისტოს გონიოს პლიაჟზე მომხდარ ინციდენტს. მაშინ 13 წლის არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა.
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (გ) და (დ) პუნქტების დარღვევას;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებლებს გადაწყვეტლების გამოტანიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს:
- 1000 ევრო (ათასი ევრო) თითოეული პირველი და მეორე განმცხადებლისთვის, პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაემატოს, არამატერიალური ზიანისთვის.
- 3000 ევრო (სამი ათასი ევრო), პლუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაემატოს, განმცხადებლებს ხარჯებისა და დანახარჯებისთვის;
არასრულწლოვანის ოჯახი ევროსასაამრთლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. არასრულწლოვანის დედა საქმის დეტალებზე "პირველებთან" საუბრობს.
თამარ ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან მისი ოჯახის მისამართით ზეწოლასა და დევნას ჰქონდა ადგილი.
დადასტურდა ის, რომ ადგილი ჰქოდნა ჩემი ოჯახის მიმართ რეპრესიებს 2016 წელს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ევროსასაამრთლომ დააკისრა 5000 ევრო საქართველოს ჩვენთვის გადასახდელი. მოგვიგზავნეს ზონდერ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე, გამოიწვია ინციდენტი, შემაგინა იქ სანაპიროზე იმსიათვის, რომ კონფლიქტი დაწყებულიყო. ფიზიკური დაპირისპირება იყო და მუშტი დაარტყა კბილებში და ტუჩი გაუსკდა და სისხლი მოსდიოდა ბავშვს და ნუ ცხადია, დედა ვარ და გარკვეული სიტყვები ვთქვი, რაზეც მე შემდეგ დამაბრალეს, რომ მოსამართლეს ვემუქრებოდი და მიმდინარეობდა ჩემთან ვაჭრობა იმ თემაზე, რომ თუ გვინდოდა, რომ ეს 10 წლიანი მუხლი სისრულეში არ მოეყვანათ, ამისათვის მე უნდა გავჩუმებულიყავი და გამიფორმებდნენ საპროცესოს ხუთწლიანს. ასევე პროკურორი ითხოვდა, რომ ბოდიში მომეხადა ტელევიზიიდან, საჯაროდ. ყველაფერი გამიზნული იყო ჩემი გაჩუმებისთვის, იმიტომ, რომ მე ხშირად ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას და ივანიშვილს", - აცხადებს თამარ ხაჭაპურიძე.
რას გულისხმობს დარღვევა რაც ევროსასამართლომ დაადგინა:
მე-6 მუხლი: საქმის სამართლიანი განხილვის უფლება
1 პუნქტი:
ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვნის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნოობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს.
მე-3 პუნქტის გ და დ ქვეპუნქტები:
3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
გ. დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;
დ. თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში;
ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ „ადგილობრივმა სასამართლოებმა კარგად არ ახსნეს, რატომ თქვეს უარი მესამე განმცხადებლის, როგორც დაცვის მხარის მოწმის მოსმენაზე. მათ საკმარისი დასაბუთების გარეშე გამოიყენეს იმ მოწმეთა განცხადებები, რომლებიც არ ესწრებოდნენ სასამართლოს.
„ადგილობრივმა სასამართლოებმა საკმარისად კარგად არ ახსნეს, თუ რატომ თქვეს უარი მესამე განმცხადებლის, როგორც დაცვის მხარის მოწმის მოსმენაზე. მათ ასევე გამოიყენეს დაუსწრებელი მოწმეების ჩვენებები, საპირწონედ საკმარისი ფაქტების უზრუნველყოფის გარეშე. არ დაასახელეს საკმარისი მიზეზი, რატომ აღარ უშვებდნენ პირველ და მეორე განმცხადებელს დარჩენილი სასამართლო პროცესებზე. ამ საკითხების გამო, სასამართლო თვლის, რომ პირველი და მეორე განმცახდებლის პროცედურული უფლებების შელახვამ მთლიანი სასამართლო პორცესის სამართლიანობა ეჭვქვეშ დააყენა. შესაბამისად, სასამართლო ადგენს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (გ) და (დ) პუნქტების დარღვევას”. – აცხადებს ECHR.
საქმის შესახებ, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს:
- საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად ბავშვის ცემის ფაქტზე დაიწყო, თუმცა, მალევე შეცვალა მუხლი და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს ბავშვის მშობლები, მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე, შვილების თანდასწრებით შუაღამისას დააკავეს. ისინი მალევე გაათავისუფლეს, თუმცა, საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდა.
- მოსამართლე იყო ხვიჩა კიკილაშვილი, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და რუსული კანონის კონსტიტუციურობის საკითხს იხილავს.
- 2018 წლის 23 ივლისს კიკილაშვილმა გადაწყვეტილება გამოიტანა და ორივე განმცხადებელი – ბავშვის მშობლები დამნაშავედ ცნო ხულიგნობაში და მათ 3000 და 2500-ლარიანი ჯარიმების გადახდა დააკისრა.
- თამარ ხაჭაპურიძემ და კახაბერ ხაჩიძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს,