ვიტალი დარასელიას თასი "იუვენტუსმა" მოიგო

29.08.24 17:35
ვიტალი დარასელიას თასი "იუვენტუსმა" მოიგო

ვიტალი დარასელიას თასი "იუვენტუსმა" მოიგო - ტურინელებმა ფინალურ მატჩში, რომელიც დინამო არენაზე გაიმართა, ესპანური ვალენსია მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.

იქამდე, ნახევარფინალში, იუვენტუსმა "დინამო თბილისი" პენალტების სერიაში დაამარცხა. კიდევ ერთმა ქართულმა გუნდმა, ლოკომოტივმა კი მეხუთე ადგილისთვის მატჩში გალათასარაის მოუგო.

ვიტალი დარასელიას თასი ჭაბუკთა შორის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირია და საქართველოში 2016 წლიდან ტარდება. მისი უცვლელი მთავარი პარტნიორი კი კომპანია "კოკა-კოლა ჯორჯიაა".