“მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება. სწრაფად ამის მიღება საბოლოო სახით გაჭირდება“- ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პატრიარქის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ეს არის შეთავაზება სახელმწიფოს მხრიდან და მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება.
დეკანოზმა ხაზი გაუსვას იმას, რომ ფორმულირება საბოლოო სახით როგორი იქნება, ეს ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება
თავაზიანობის აქტი, ასე ვთქვათ, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას და ამაზე მღვდელმთავრების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს მისაღებია. დანარჩენი ფორმულირება საბოლოო სახით როგორი იქნება, ეს ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება.
მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაზე და ჩანაწერზეა ლაპარაკი, სწრაფად ამის მიღება საბოლოო სახით გაჭირდება.
სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდება ეკლესიის თანხმობის გარეშე“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.
გადასცემენ თუ არა წმინდა სინოდის წევრები საპატრიარქოს მართვის სადავეებს ივანიშვილის გუნდს? - დიდი შეხვედრა, სადაც "ქართული ოცნების" შეთავაზებაზე, გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა, საპატრიარქოში ცოტახნის წინ დასრულდა.