"დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ქართული ენა მოწმედ გამოდის" - ენათმეცნიერი მარინა ბერიძე

31.08.24 11:11
"დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ქართული ენა მოწმედ გამოდის" - ენათმეცნიერი მარინა ბერიძე

შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს, ქართული ენა მოწმედ გამოდის, - ამის შესახებ ენათმეცნიერმა, მარინა ბერიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ამასთან, მან განმარტება გააკეთა პარლამენტის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე სიტყვა „უცხოს“ ახსნის საკითხზე.

„არა უშავს, ის არ არის პროფესიონალი და ვალდებული არ არის ახსნას ისე, როგორც ლინგვისტიკის პარამეტრებით და ცნებებით შეიძლება აღიწეროს, ეს დიდი ცოდვა არ არის, მაგრამ მე შევეცდები, რომ სასამართლოს ეს ვუთხრა, როგორც ეს არის ჩემი დისციპლინური კათედრიდან, არაფერი მეტი.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს, ქართული ენა მოწმედ გამოდის. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ენა არის სამყაროს მოდელი და ამ ენაში, როგორც სარკეში ისე აისახება ეროვნული შეხედულებები და ის, თუ როგორ არის კოცეპტუალიზებული ესა თუ ის ტერმინი, ცნება თვითონ ამ ენის მატარებელთა მიერ“, - განაცხადა მარინა ბერიძემ.

გადამწყვეტი წუთების ათვლა დაწყებულია - რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზე გადის. შეაჩერებს თუ არა საბოლოო ვერდიქტამდე პლენუმი რუსული კანონის მოქმედებას, შესაძლოა, რამდენიმე საათში გაირკვეს, რადგან კონსტიტუციური სარჩელის ღია მოსმენა თითქმის დასრულდა, მოსარჩელეებმა და მოპასუხეებმა საკუთარი საბოლოო სიტყვები პროცესზე ორდღიანი ხმაურინაი განხილვის დროს უკვე თქვეს. წუთი-წუთზე კი სხდომა ბოლო მოწმის გამოკითხვით გაიხსნება. ის მარინა ბერიძეა, ლინგვისტი, რომლის ჩასმაც მოწმეთა სიაში მოსარჩლეებმა მოითხოვეს.

მსგავსი სიახლეები