ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონის მიხედვით რეგისტრაციას - "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი

31.08.24 11:28
ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონის მიხედვით რეგისტრაციას - "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე "სირცხვილიას" გადაწყვეტილების შეფასებისგან თავის იკავებს და ამბობს, რომ "სამართლიანი არჩევნები" რუსული კანონის მიხედვით რეგისტრაციას არ აპირებს. 

ეს კანონი არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებების წინააღმდეგ. ის არის ყველაზე მნისვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული გავნვითარების და ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიმართული. შესაამისად ჩვენი ხედვა და ჩვენი გეგმა არის უცვლელი - ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონის მიხედვით რეგისტრაციას და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ზომას. დროდადრო, თუკი ეს კანონი იმოქმედებს, ფაქტიურად, გაუქმდება სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. ჩვენს ეს ვნახეთ და ზუსტად ვიცით, რა მოხდა რუსეთში. ამიტომაც ვეძახით ამ კანონს რუსულს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რაც არის არჩევნების მონიტორინგი. მე მირჩევნია ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით ვისაუბრო. სირცხვილიას სჯობს თავად ჰკითხოთ თავის გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა ნინო დოლიძემ. 

სამოქალაქო მოძრაობა“ სირცხვილია“  რუსული კანონის რეესტრში საკუთარი ნებით რეგისტრირდება. ორგანიზაციის  წევრებმა გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ თავად გაასაჯაროვეს და მიზეზები 9 წუთიან ვიდეო რგოლში განმარტეს.