ვინ და რატომ მოახდინა გასროლა "ოცნების" დეპუტატის გრანდიოზულ დაბადების დღეზე? - გომელაურის უწყება დუმს
ვინ და რატომ მოახდინა გასროლა "ოცნების" დეპუტატის გრანდიოზულ დაბადების დღეზე - გომელაურის უწყება დუმს.
რა მოხდა რესტორანში და მივიდნენ თუ თუ არა ადგილზე სამართალდამცველები - კითხვებს უპასუხოდ ტოვებენ გარდაბნის პოლიციის სამმართველოშიც. პერსონალის ნაწილი კი სროლის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა ვრცლად არ საუბრობს. სავარაუდო გასროლის ფაქტს კი სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების გარდა, დიდი ალბათობით რესტორნის შიდა კამერებიც გადაიღებდა.
სროლა ქვემო ქართლში, “ქართული ოცნების“ დეპუტატის, სავალან მირზოევის დაბადების დღეზე მოხდა. წყარო “პირველებს“ უყვება, რომ იუბილეზე, სპეციალური მოწვევით მომღერალთა ჯგუფი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. ვიდეომასალაში სწორედ ის მომენტია ასახული, როდესაც სიმღერის შესრულების დროს რამდენიმე გასროლის ხმა ისმის.
წყარო ინფორმაციითვე, სავალან მირზოევის დაბადების დღეს “ქართული ოცნების" მაღალჩინოსებიც ესწრებოდენ, მათ შორის, ცოტა ხნის წინ სკანდალში გახვეული გიორგი შინჯიკაშვილი.