"სირცხვილიას" ეს ნაბიჯი ძალიან დიდი შეცდომაა - აქტივისტი
ეს ნაბიჯი ძალიან დიდი შეცდომაა - ასე ეხმაურება აქტივისტი გიორგი დუმბაძე "სირცხვილიას გადაწყვეტილებას რუსული კანონის რეესტრში საკუთარი ნებით რეგისტრირებაზე.
დუმბაძის თქმით, "ოცნებას" ამით ხალი პროპაგანდის მასალა გამოუჩნდება არჩევნებამდე ორი თვით განმავლობაში.
ყველა ერთად ვფიქრობთ, რომ "სირცხვილიას" ეს ნაბიჯი არის ძალიან დიდი შეცდომა. ამ მოსაზრების უკან დგას რამდენიმე არგუმენტი. როგორც მინიმუმ, "ოცნების" მაღალჩინოსნებს და ზოგადად, იმ სისტემას, რომელიც ასე ძალიან გვებრძვის, გამოუჩნდება ახალი პროპაგანდის მასალა, რომელსაც ამ ორი თვის განმავლობაში გამოიყენებენ მაქსიმალურად და ჩვენებენ ყველას, რაც გუშინვე ვნახეთ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ "სირცხვილიას" ბოლომდე ჯერ არ გაუაზრებია, თუ რამდენად დიდი შეცდომა დაუშვეს", - აცხადებს აქტივისტი.
სამოქალაქო მოძრაობა“ სირცხვილია“ რუსული კანონის რეესტრში საკუთარი ნებით რეგისტრირდება. ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ თავად გაასაჯაროვეს და მიზეზები 9 წუთიან ვიდეო რგოლში განმარტეს.